სანქცირებულ შს მინისტრ სულხან თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება ასევე მიენიჭა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესა და სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით თამაზაშვილს.
ამასთან, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
The post თამაზაშვილი, სირაძე, გვარაკიძე – კობახიძემ შსს-ს მაღალჩინოსნებს წოდებები მიანიჭა appeared first on .