სიახლე

“გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს” – პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი

მედიაცენტრი

“უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი, გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს”- ამის შესახებ გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. „პაპუნაზე სამ ეტაპად იძალადეს სხვადასხვა ადგილზე. სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა. ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფას, როგორ აყენებდნენ ლოცულაშვილს. ამ ეპაპისთვის, პაპუნას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თითქოს მან იძალადა პოლიციელზე. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული საქმე – პროკურორმა მიიღოს დადგენილება და საქმე შეწყვიტოს”- აცხადებს ადვოკატი. ლაშა ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ანგარიშსწორების შემდეგ, მრავლობითი დაზიანებები მიიღო მიიღო. „მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები მთელს სხეულზე,… The post “გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს” – პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი