ესპანეთის პოლიციამ მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, მადრიდში, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. სასამართლოს ცნობით, ჩხრეკის შედეგად დოკუმენტები ამოიღეს, რომელიც უკანონო დაფინანსების სქემას და პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დესტაბილიზაციის მიზნით შეთქმულებას უკავშირდება. გამოძიების ფარგლებში მთავარი ფიგურა ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ ყოფილი საორგანიზაციო მდივანი სანტოს სერდანია. სავარაუდო დანაშაულები ქრთამის აღებას, საიდუმლოების გამჟღავნებას, ყალბი ჩვენების მიცემის იძულებას, ცრუ ბრალდებებს, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ქმედებებს მოიცავს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ დოკუმენტების მოთხოვნა ჩხრეკას არ წარმოადგენდა და პარტია სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის. The post ესპანეთის პოლიციამ მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →