ესპანეთის სეუტაში შეჭრილ მიგრანტებს კონტინენტურ ევროპაში შესვლა არ შეუძლიათ
ესპანეთის სეუტაში შეჭრილ მიგრანტებს მატერიკულ ევროპაში შესვლა არ შეუძლიათ. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ესპანეთის სეუტას ანკლავში შეჭრილი არცერთი არალეგალი მიგრანტი არ შესულა კონტინენტურ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ სეუტას ანკლავი ესპანეთის ტერიტორიაა, თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებით მასზე სპეციალური წესები ვრცელდება. „ხალხზე, რომელიც სეუტასა და მელილას ტოვებენ, შემოწმებები რჩება შენგენის სისტემის ფარგლებში. ამ მიზნისთვის, ისინი როგორც ევროკავშირის გარე საზღვრები განიხილებიან”, – განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა. შენგენის თავისუფალი მიმოსვლის წესები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებზე, ცხოვრების უფლების მქონე პირებსა და მოგზაურებზე, რომლებიც ლეგალური შესვლის პირობებს აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ხალხს, რომელიც სეუტაში უკანონოდ შეიჭრა, არ შეუძლიათ ესპანეთის მატერიკული ნაწილისკენ… The post ესპანეთის სეუტაში შეჭრილ მიგრანტებს კონტინენტურ ევროპაში შესვლა არ შეუძლიათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →