გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“. გამოცემა „qartli.ge”-მ გორის კომბინატის დასახლებიდან გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეზე ძალადობენ. ტელეკომპანია „ფორმულა“ ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც პოლიციელი ჟურნალისტებს განუმარტავს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულ პირს „ცივი იარაღი ჰქონდა და იმ პერიოდში გაუვნებლებული არ იყო. ამ დროისთთვის უცნობია, რას უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. The post გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →