სიახლე
,,ბულგარეთის ახალ მთავრობას უნდა რცხვენოდეს” – მიხაელ როთი
მედიაცენტრი
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში ბულგარეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს. ,,ეს ასუსტებს ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას ახდენს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორებისთვის მოაქვს სარგებელი. ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს”, – წერს როთი. The post ,,ბულგარეთის ახალ მთავრობას უნდა რცხვენოდეს” – მიხაელ როთი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.