ოკუპირებულ ცხინვალში მდინარეში რუსეთის მოქალაქეს ეძებენ
ოკუპირებულ ცხინვალში მდინარეში გადავარდნილ რუსეთის მოქალაქეს ეძებენ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200-მდე ადამიანია ჩართული. რუსული მედიის ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ანა ტიცი მდინარე ლიახვში 21 მაისს, საღამოს ჩავარდა. ასევე, რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ დაკარგული რუსეთის მოქალაქის პოვნაში დახმარება ქართულ მხარესაც სთხოვა და მისი ძებნა ქართველმა მაშველებმაც დაიწყეს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, მდინარეში გადავარდნილი ქალი რეჟისორია, რომელიც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების შესახებ, კერძოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში ცხინვალელი მონაწილეების შესახებ ფილმებს იღებდა. The post ოკუპირებულ ცხინვალში მდინარეში რუსეთის მოქალაქეს ეძებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →