სიახლე
„მოსკოვის მუქარები ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით სიძლიერის კი არა, სისუსტის ნიშანია” – კალასი
მედიაცენტრი
„მოსკოვის მუქარები ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით სიძლიერის კი არა, სისუსტის ნიშანია”, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა. მისი თქმით, მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის. ,,რუსეთი მარცხდება უკრაინის ბრძოლის ველზე და ცდილობს დაგვაშინოს, რათა უკრაინის მხარდაჭერა შევამციროთ. სწორი პასუხი კი პირიქით მოქმედებაა: უკრაინისთვის დახმარების გაზრდა და ევროპის თავდაცვის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება“, – აღნიშნა კალასმა. The post „მოსკოვის მუქარები ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით სიძლიერის კი არა, სისუსტის ნიშანია” – კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.