ბარსელონაში გაფიცულმა პედაგოგებმა საგრადა ფამილიას შესასვლელი დაბლოკეს
ბარსელონაში გაფიცულმა პედაგოგებმა საგრადა ფამილიას შესასვლელი დაბლოკეს. მედიის ცნობით, კატალონიაში მასწავლებლები რეგიონული ბიუჯეტის განხილვისა და განათლების სფეროს პრობლემებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გაიფიცნენ. მასწავლებლებმა შექმნეს „ცოცხალი ჯაჭვი“, რომლის საშუალებითაც, ახლომდებარე სკოლიდან ტაძრამდე მერხები და სკამები მიიტანეს, ქუჩაში იმპროვიზებული საკლასო ოთახის მოსაწყობად. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ბარსელონამ „ნაკლები უნდა დააბანდოს ტურიზმში და მეტი ფუნდამენტური უფლებების დაცვაში, როგორიცაა განათლების უფლება“. ბოლო კვირების განმავლობაში ესპანელი პედაგოგები მხოლოდ კატალონიაში არ გაფიცულან. საპროტესტო აქციები ვალენსიასა და მადრიდშიც გაიმართა. პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ერთ მასწავლებელზე მოსწავლეების გადაჭარბებული რაოდენობის, სასწავლო დაწესებულებებში არადამაკმაყოფილებელი პირობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ასისტენტების… The post ბარსელონაში გაფიცულმა პედაგოგებმა საგრადა ფამილიას შესასვლელი დაბლოკეს appeared first on მედია…
პირველწყარო →