,,რუსეთი ემზადება ახალი დარტყმებისთვის” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი სარაკეტო და დრონებით დარტყმების მომზადებაზე, მათ შორის ე.წ. გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, საგარეო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც თან ერთვის თანამგზავრული გამოსახულებები. მედიის ცნობით, როგორც ჩანს, ისინი სამხედრო დაზვერვამ რუსეთის სამხედრო უწყებებიდან მოიპოვა. სურათებზე აღნიშნულია რამდენიმე ობიექტის კოორდინატები და მონაცემები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის რეზიდენცია… The post ,,რუსეთი ემზადება ახალი დარტყმებისთვის” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →