სიახლე

პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ “იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას

GuriaNews

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: _ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას. ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ მათ […] The post პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ “იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას. ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ მათ გადმოღებაზე.

პირველი – საქართველოს პარლამენტი არ ზღუდავს სპონტანური ინტერვიუს დაწყებას, თუმცა ჟურნალისტს ავალდებულებს შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპონდენტი ამას მოითხოვს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს რესპოდენტისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართოს კამერა. საინტერესოა. ვიფიქრებთ ამ წესის გადმოღების მიზანშეწონილობაზე.
მეორე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, პირველ ჯერზე, სანქცია არის აკრედიტაციის 1 თვით შეჩერება, განმეორებისას – 6 თვით შეჩერება. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ სანქცია არის 1 წლით აკრედიტაციის შეჩერება. საინტერესოა. ვიფიქრებთ, გადმოვიღოთ თუ არა.

მესამე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, აკრედიტაცია უჩერდება მხოლოდ ამ ჟურნალისტს, სანქცია არ ეხება მედიას, რომელსაც ის წარმოადგენს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ აკრედიტაციას უჩერებენ არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ მთლიანად მედიას. მისი ვერცერთი ჟურნალისტი ერთი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს ევროპარლამენტის შენობაში. საინტერესოა. ამ წესზეც ვიფიქრებთ.

The post პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ “იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი