,,პეკინში ტრამპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა” – მედია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა. ადგილობრივი დროით ხუთშაბათს დილიდან, პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ორდღიან, უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს დაიწყებს. მისი ვიზიტის პირველი დღის განრიგი ასეთია: 08:00 სათი: პრეზიდენტი სამუშაო დროს დაუთმობს შიდა საკითხებს, რაც პრესისთვის დახურული იქნება.10:00 საათი: ხალხთა დიდ დარბაზში გაიმართება სი ძინპინთან შეხვედრის ოფიციალური ცერემონია. ამის შემდეგ ლიდერები გამართავენ შეხვედრას, რომლის გარკვეული ნაწილი მედიისთვის ღია იქნება.18:00 საათი: დღის ბოლოს დაგეგმილია სახელმწიფო ბანკეტი ორი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით, რომელსაც ასევე დაესწრება პრესა. The post ,,პეკინში ტრამპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →