ამოღებულია 500 აბი “პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი “მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება – 500 აბი „პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი „მარიხუანა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ამოღებულია 500 აბი “პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი “მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →