ავტომობილის ჩხრეკის შედეად პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Mar 2026, 06:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის […] The post ავტომობილის ჩხრეკის შედეად პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი appeared first on გურია ნიუსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post ავტომობილის ჩხრეკის შედეად პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური