“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაგმოს რუსეთის ჭუჭყიანი საინფორმაციო ბომბები“- უკრაინის საგარეო უწყება — Cnoba
უკრაინის ხელისუფლება აბსურდულს უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადება. „რუსი ოფიციალური პირები, რომლებიც ცნობილნი არიან შთამბეჭდავი ტყუილის ისტორიით, კვლავ ცდილობენ ძველი „ჭუჭყიანი ბომბის“ სისულელის შეთხზვას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უარყოს და დაგმოს რუსეთის „ჭუჭყიანი საინფორმაციო ბომბები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. The post “მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაგმოს რუსეთის ჭუჭყიანი საინფორმაციო ბომბები“- უკრაინის საგარეო უწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.