განახლდა
დღეს: 1128 სიახლე

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელმა მოსახლეებმა პალესტინელი ოჯახი აიძულეს მამის ხელმეორედ - სხვაგან დასაფლავება

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელმა მოსახლეებმა პალესტინელები აიძულეს, მამის ცხედარი სოფელში ახლად გათხრილი საფლავიდან ამოეღოთ, განაცხადა გარდაცვლილის ვაჟმა, მოჰამედ ასასამ. ინციდენტი მოხდა ისრაელის მთავრობის მიერ ახლად დაარსებული დასახლების…

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Radio Tavisupleba

პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელელმა მოსახლეებმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ორ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ისრაელელმა მოსახლეებმა კვირას ღამით პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ორ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს, მას შემდეგ, რაც ამ კვირაში ამ არეალში მომხდარი სისხლიანი შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ძალადობა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ…

Radio Tavisupleba

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სროლის შედეგად დაიღუპა პალესტინელი მოზარდი ფეხბურთელი - იუწყებიან ოფიციალური პირები და ნათესავები

ოფიციალური პირებისა და ნათესავების ცნობით, 17 წლის პალესტინელი ფეხბურთელი გარდაიცვალა 18 ივლისს, ერთი კვირის შემდეგ, რაც მას პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელი მოსახლეების თავდასხმის დროს ესროლეს და დაჭრეს. შავებში ჩაცმულმა ათობით მგლოვიარემ ფადი ჰამდალა…

Radio Tavisupleba

დასავლეთის ქვეყნები ისრაელისგან მოითხოვენ, შეაჩეროს დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ისრაელმა უნდა შეაჩეროს დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და შეაჩეროს მზარდი ძალადობა ისრაელი მოსახლეების მხრიდან, - განაცხადა 22 მაისს დასავლეთის შვიდმა დიდმა ქვეყანამ და ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირზე დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა.

Radio Tavisupleba

ისრაელელმა მოსახლეებმა დასავლეთ ნაპირზე თავდასხმის დროს ორი ადამიანი მოკლეს - პალესტინელები იუწყებიან

ისრაელელმა მოსახლეებმა 2 მარტს პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დასავლეთ ნაპირზე, სოფელ კარიუტზე თავდასხმის დროს ორი ძმა მოკლეს, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, განაცხადეს რამალის ჯანდაცვის სამინისტრომ და „პალესტინის წითელმა ნახევარმთვარემ“. „ნაბლუსის სამხრეთით მდებარე კარიუტის ორი მოქალაქე…

Radio Tavisupleba

ისრაელელმა მოსახლეებმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, სოფელში კარვებს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს - Reuters

Reuters-მა ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელელმა მოსახლეებმა 25 თებერვლის ღამით პალესტინელთა სოფელ სუსიაში მანქანებსა და კარვებს ცეცხლი წაუკიდეს.

Radio Tavisupleba

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის ჯარისკაცებმა 15 წლის ბიჭი მოკლეს

პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა 15 წლის ბიჭი მოკლეს ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსში. მოკლე განცხადებაში სამინისტრომ თქვა, რომ „15 წლის იუსეფ სამეჰ შტაიე (ისრაელელი) ოკუპანტების სროლის შედეგად დაიღუპა ნაბლუსში, დასავლეთ ნაპირის…

Radio Tavisupleba

ორი პალესტინელი მოკლეს, ისრაელელი კი დანით დაჭრეს დასავლეთ ნაპირზე ძალადობის გამწვავების ფონზე

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ძალადობა გამწვავდა 7 სექტემბერს, როცა ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მოქალაქე, მახლობელი საგუშაგოდან ისრაელელი მოსახლეების მიერ სოფელზე განხორციელებული თავდასხმის დროს.

Radio Tavisupleba

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო პალესტინელების სოფელთან მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ

ოთხი პალესტინელი და ერთი ისრაელელი დაიღუპა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინელთა ერთ-ერთ სოფელთან ახლოს.

ქალაქ ჰებრონთან თავდასხმის შედეგად ისრაელის ორი ჯარისკაცი დაიღუპა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჰებრონთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლის შედეგად ადგილზე მოკლეს ორი პალესტინელი შეიარაღებული პირი…

Radio Tavisupleba

გაეროს ცნობით, პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის დასახლებების მშენებლობის გამო 36 000-ზე მეტმა პალესტინელმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის განცხადებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 36 000-ზე მეტი პალესტინელი იძულებით გადაადგილდა ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოებისა და მასთან დაკავშირებული ძალადობის გამო.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობას

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმიდან აღმოსავლეთით ახალი დასახლებების მშენებლობას. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია, ეწინააღმდეგება დასახლებების გაფართოებას და აქამდეც არაერთხელ გამოხატა…

OKY

ისრაელმა პალესტინელებზე თავდასხმასხმებთან დაკავშირებული თითქმის ყველა ეჭვმიტანილი გაათავისუფლა და შინაპატიმრობაში გადაიყვანა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებული ისრაელელები, აშშ-ის ჟურნალისტსა და ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმაში 10 ეჭვმიტანილიდან ცხრა, გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, განაცხადა მოსახლეების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ - იტყობინება Reuters-ის სააგენტო.