ისევე, როგორც 49 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობისა და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება.
The post ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა – მეუფე შიო appeared first on .