სიახლე

ჰანტავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული

Alia

ჰანტავირუსის გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8-ს შეადგენს. შემთხვევა #1 – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები 6 აპრილს განუვითარდა, ხოლო 11 აპრილს გარდაიცვალა. შემთხვევა #2 – ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სიმპტომები პირველად 25 აპრილს გამოუვლინდა, 26 აპრილს კი გარდაიცვალა. შემთხვევა #3 – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები 24 […] The post ჰანტავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული appeared first on .

პირველწყარო →

ჰანტავირუსის გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8-ს შეადგენს.

შემთხვევა #1 –  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის  სიმპტომები 6 აპრილს განუვითარდა, ხოლო 11 აპრილს გარდაიცვალა.

შემთხვევა  #2 – ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სიმპტომები პირველად 25 აპრილს გამოუვლინდა, 26 აპრილს კი გარდაიცვალა.

შემთხვევა  #3 –  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები 24 აპრილს განუვითარდა. PCR ტესტირებით ჰანტავირუსის ინფექცია 2 მაისს დაუდასტურდა.

შემთხვევა  #4 – ზრდასრული ქალი, რომელსაც სიმპტომები (ცხელება და ზოგადი სისუსტე) 28 აპრილს გამოუვლინდა, მოგვიანებით კი პნევმონია განუვითარდა. ის 2 მაისს გარდაიცვალა.

შემთხვევა #5:  საკრუიზო გემზე, ექიმად მომუშავე ზრდასრულმა მამაკაცი. მისი თქმით, 30 აპრილს ტემპერატურა დაუფიქსირდა. განუვითარდა შემდეგი სიმპტომები:  დაღლილობა, კუნთების ტკივილი და სუნთქვის პრობლემები. ის ამჟამად კლინიკაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა #6: ზრდასრული მამაკაცი, რომელიც გემზე გიდად მუშაობდა. სიმპტომები პირველად 27 აპრილს გამოუვლინდა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობს.

შემთხვევა #7 –  ზრდასრული მამაკაცი. შვეიცარიაში, იზოლაციაში იმყოფება.

შემთხვევა #8: ზრდასრული მამაკაცი, სიმპტომების (დიარეა, ტემპერატურა) გამოვლენის თარიღი 28 აპრილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და იზოლაციაში იმყოფება. ლაბორატორიულ დადასტურებამდე ის სავარაუდო შემთხვევად ითვლება.

The post ჰანტავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული appeared first on .


მსგავსი