“ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება” – ივანე ჩხაიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 24 Feb 2026, 08:47

სააგენტო "პარალელი" “ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება” – ივანე ჩხაიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე სეზონურ გრიპებთან, მწვავე რესპირაციულ ვირუსული ინფექციებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს: “როდესაც ვსაუბრობთ სეზონურობაზე, მხედველობაში გვაქვს გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატება. თებერვლის მეორე კვირას, რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსი უკვე გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც და მან გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც აისახა კიდევ კლინიკურ გამოვლინებაში. ახლა […] “ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება” – ივანე ჩხაიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე სეზონურ გრიპებთან, მწვავე რესპირაციულ ვირუსული ინფექციებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს:

როდესაც ვსაუბრობთ სეზონურობაზე, მხედველობაში გვაქვს გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატება.

თებერვლის მეორე კვირას, რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსი უკვე გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც და მან გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც აისახა კიდევ კლინიკურ გამოვლინებაში. ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკვე ბრონქიოლიტი წარმოადგენს.

ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება.
ხველა, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საკვებზე უარის თქმა, სისუსტე… ამ ყველაფრის უკან დგას გრიპის ვირუსი.

5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, პირველი 48 საათის განმავლობაში დაწყებული ანტივირუსული თერაპია არის მაქსიმალურად ეფექტური, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მშობლებს, რომ უმჯობესია მიმართონ ექიმს, რომელიც შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას და გადაწყვეტს სჭირდებათ თუ არა ანტივირუსული საშუალება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

“ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება” – ივანე ჩხაიძე
პარალელი


რელევანტური