სიახლე

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს

MegaTV

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არტიომ კობზარმა, დაადასტურა, რომ დრონებმა საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

პირველწყარო →

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არტიომ კობზარმა, დაადასტურა, რომ დრონებმა საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.


მსგავსი