„პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“ – სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, უკრაინის ოლქებზე რუსეთის თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. „მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელიც სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“, – წერს სიბიგა. The post „პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“ – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →