ბოლნისის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Feb 2026, 13:37

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ტანძიის, სენების, ბერთაკარისა და იწრიის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო. მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება. მოქალაქეებთან შეხვედრებს,...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ტანძიის, სენების, ბერთაკარისა და იწრიის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.

მოქალაქეებთან შეხვედრებს, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


რელევანტური