მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 02 Mar 2026, 13:46

მარნეულის მუნიციპალიტეტი-ში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ, დასახლებების მიხედვით გამართული კრებების შედეგები შეაჯამეს და მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული პროექტები განიხილეს. 2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „საქართველოს...

მარნეულის მუნიციპალიტეტი-ში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ, დასახლებების მიხედვით გამართული კრებების შედეგები შეაჯამეს და მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული პროექტები განიხილეს.

2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.


რელევანტური