სიახლე

აშშ ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანას აანონსებს

მედიაცენტრი

აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, გემების გათავისუფლება იმ ქვეყნებმა სთხოვეს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართულები არ არიან. „ისინი უბრალოდ ნეიტრალური და უდანაშაულო დამკვირვებლები არიან! ირანის, ახლო აღმოსავლეთის და შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ, ჩვენ ვუთხარით ამ ქვეყნებს, რომ უსაფრთხოდ გამოვიყვანთ მათ გემები, რათა მათ თავისუფლად და ეფექტურად შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება“, – დაწერა ტრამპმა. „ეს არის ჰუმანიტარული ჟესტი შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მაგრამ, კერძოდ, ირანის სახელით“, – დასძინა მან. The post აშშ ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანას აანონსებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი