საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება.
მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
The post გზა დროებით იკეტება: სად დაწესდება შეზღუდვები 3 მაისიდან და როგორ უნდა იმოძრაოთ თბილისის მიმართულებით appeared first on გურია ნიუსი.