თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება — Cnoba
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით: თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება); რუსთაველის გამზირი – თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე; რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა; მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი; ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი – სასტუმრო “მეტეხიდან” მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმართულებით; ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი. ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:… The post თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.