სიახლე

უცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

Timer

უცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინსტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, შემთხვევა რუსეთის საზღვართან ახლოს, ვიროლაჰტის რაიონში მოხდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დრონის ტიპი და წარმომავლობა უცნობია. ფინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ამჟამად ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი