სიახლე
,,აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს” – მედია
მედიაცენტრი
Financial Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. მედიის ცნობით, მიწოდების გაჭიანურების მიზეზად ირანთან ომის გამო შეიარაღების მარაგების შემცირება სახელდება. კერძოდ, პენტაგონმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ სარაკეტო სისტემების, HIMARS-ისა და NASAMS-ი ჩათვლით, მიწოდების ვადები გაიწელება, რადგან მარაგები ამოწურულია. როგორც Financial Times-ი წერს, შეიარაღების ნაწილი აშშ-ს სხვა რეგიონებიდან მიეწოდება, ხოლო შექმნილი დეფიციტი უკვე უკრაინაზეც ახდენს გავლენას. The post ,,აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.