სურსათის ეროვნული სააგენტომ კახეთსა და ქვემო ქართლში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები გამოავლინა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Feb 2026, 11:08

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები მიაკვლიეს. 🔹 ფიზიკური პირი ლ. მ. (ლაგოდეხი, სოფ. ქვემო ნაშოვარი) სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკური საქმიანობების რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“. 🔹 ინდმეწარმე დ. შ. (ბოლნისი, სოფ. დისველი) რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა რძის...

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები მიაკვლიეს.

🔹 ფიზიკური პირი ლ. მ. (ლაგოდეხი, სოფ. ქვემო ნაშოვარი) სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკური საქმიანობების რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

🔹 ინდმეწარმე დ. შ. (ბოლნისი, სოფ. დისველი) რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა რძის გადამუშავებას და „ყველს“.

🔹 გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


რელევანტური