“ჰიგიენური ნორმების დარღვევით, კუსტარულად აწარმოებდნენ ე.წ. ყველს” — Cnoba

GuriaNews სიახლე 24 Feb 2026, 08:11

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთსა და ქვემო ქართლში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები გამოავლინა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. “სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს. ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ე.წ. ყველს. ინდმეწარმე დ.შ. […] The post “ჰიგიენური ნორმების დარღვევით, კუსტარულად აწარმოებდნენ ე.წ. ყველს” appeared first on გურია ნიუსი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთსა და ქვემო ქართლში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები გამოავლინა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.

ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ე.წ. ყველს.

ინდმეწარმე დ.შ. (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ: დისველი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა რძის გადამუშავებას და ე.წ. ყველის წარმოებას.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post “ჰიგიენური ნორმების დარღვევით, კუსტარულად აწარმოებდნენ ე.წ. ყველს” appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური