„ეს ომი რუსეთისთვის სამმაგი მარცხია: სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული“ – მაკრონი — Cnoba
„ოთხი წლის წინ ევროპა უკრაინაზე რუსული ბომბების ცვენის ხმამ გააღვიძა. რუსეთის მიერ არჩეული აგრესიული ომის ოთხი წელი, საერთაშორისო სამართლის, ხალხის სუვერენიტეტისა და ადამიანის სიცოცხლის აშკარა დარღვევით“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთმა სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით სამმაგი მარცხი განიცადა. „ეს ომი რუსეთისთვის სამმაგი მარცხია: სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული. მან გააძლიერა ნატო – სწორედ იმ გაფართოებით, რომლის თავიდან აცილებასაც რუსეთი ცდილობდა – გააძლიერა ევროპელები, რომლებზეც იმედოვნებდა, რომ დასუსტდებოდნენ და გამოააშკარავა სხვა ეპოქის იმპერიალიზმის სისუსტე“, – წერს მაკრონი. The post „ეს ომი რუსეთისთვის სამმაგი მარცხია: სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული“ – მაკრონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.