ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა — Cnoba

MegaTV სიახლე 24 Feb 2026, 09:10

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 – საშუალო, ხოლო 10 278 მცირე ზომის საწარმო. ცდომილების ზღვარი კი მინიმალური – 0,49%-ია. „ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ […]

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა.

მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 – საშუალო, ხოლო 10 278 მცირე ზომის საწარმო. ცდომილების ზღვარი კი მინიმალური – 0,49%-ია.

„ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად შეადგენს, 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში.

რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას, აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები:

  • საშუალო სკოლის მასწავლებლები – 6 149;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები – 4 761;
  • ექთნის დამხმარე სპეციალისტები – 2781;
  • ექიმი-სპეციალისტები – 2701;
  • მშენებლობის მენეჯერები – 1 710;
  • პროგრამისტები – 1691;
  • პროფესიული განათლების მასწავლებლები – 1655;
  • მშენებლობის ზედამხედველები – 1299;
  • ელექტროტექნიკოსები – 1 124;
  • მომარაგება და დისტრიბუციის მენეჯერები – 1008.

ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე,” – აღნიშნა კობახიძემ.


რელევანტური