„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში ჩავიდნენ — Cnoba

News.ge სიახლე 24 Feb 2026, 08:45

დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა. „მადლობას გიხდით უკრაინისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, კიევში […]

დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა.

„მადლობას გიხდით უკრაინისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კიევში ასევე ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.


რელევანტური