სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 02 Mar 2026, 11:30

სურსათის ეროვნული სააგენტო-ს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ციხისძირში, კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი საკუთარ ეზოში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდა საქონლის დაკვლასა და დამუშავებას. ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 11 მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი. დამრღვევი დაჯარიმდა, ხოლო მავნედ მიჩნეული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სააგენტო განმარტავს, რომ ვეტერინარული კონტროლის გარეშე...

სურსათის ეროვნული სააგენტო-ს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ციხისძირში, კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი საკუთარ ეზოში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდა საქონლის დაკვლასა და დამუშავებას. ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 11 მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი.

დამრღვევი დაჯარიმდა, ხოლო მავნედ მიჩნეული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

სააგენტო განმარტავს, რომ ვეტერინარული კონტროლის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ზრდის ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკს, და მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ არალეგალური დაკვლისგან.


რელევანტური