ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 24 Feb 2026, 07:37

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა მთა მამძიშხაზე არსებული სადამკვირვებლო პლატფორმის მახლობლად მოხდა. მომხდართან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ. დრონის ჩამოვარდნის ადგილას დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სასაზღვრო ქალაქ სოჭში დრონებით თავდასხმის გამო […] The post ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა appeared first on ODISHINEWS.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა  ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა მთა მამძიშხაზე არსებული სადამკვირვებლო პლატფორმის მახლობლად მოხდა.
 მომხდართან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ. დრონის ჩამოვარდნის ადგილას დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სასაზღვრო ქალაქ სოჭში დრონებით თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. აღნიშნულის გამო, დროებით შეჩერდა აეროპორტის მუშაობაც. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კი ე.წ. გამშვები პუნქტის, ფსოუს მუშაობა დროებით შეაჩერა.

The post ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური