რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 24 Feb 2026, 07:43

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში რუსეთის მხარეს ომში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის 325 000 — დაღუპულია. უკრაინის მხარეს დანაკარგი 500 000–600 000-ს შეადგენს, მათ შორის 140 000 — დაღუპულია. გაერო-ს ინფორმაციით, ომს 14 999 მშვიდობიანი […] The post რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა appeared first on ODISHINEWS.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში რუსეთის მხარეს ომში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის 325 000 — დაღუპულია. უკრაინის მხარეს დანაკარგი 500 000–600 000-ს შეადგენს, მათ შორის 140 000 — დაღუპულია.

გაერო-ს ინფორმაციით, ომს 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 763 ბავშვი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, მეტია.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, რუსეთი ამჟამად უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს (სრულმასშტაბიან შეჭრამდე — თითქმის 7%). გასულ წელს რუსულმა ძალებმა მხოლოდ 0.79% დაიკავეს.

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 5.9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა, ხოლო 3.7 მილიონი შიდა იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა.

The post რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური