სიახლე

“ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი” – როგორ წარადგინა ზურაბ პატარიძე ყაველაშვილმა

Alia

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე ბრუნდება – მისი კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. “2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას, სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე, ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით […] The post “ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი” – როგორ წარადგინა ზურაბ პატარიძე ყაველაშვილმა appeared first on .

პირველწყარო →

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე ბრუნდება – მისი კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

“2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას, სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე, ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს.

დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პატარიძე აჭარის მთავრობის მეთაურად პირველად 2016 წელს დანიშნეს.  არჩევიდან 2 წლის თავზე 2018 წლის ივლისში ის გადადგა და დიპლომატიურ სამსახურში წავიდა. 

 

 

The post “ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი” – როგორ წარადგინა ზურაბ პატარიძე ყაველაშვილმა appeared first on .


მსგავსი