სააგენტო "პარალელი"
“არის გარკვეული ცვლილებები, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ” – მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე განცხადებას აკეთებს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:
“საღამოს 8 საათისთვის, მდგომარეობა კვლავ არსებითი დინამიკის გარეშეა. არის გარკვეული ცვლილებები, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.
ექიმები მუდმივად, პერმანენტულად აკვირდებიან ყველა მონაცემს – სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად ვამბობ, რომელიმე მიმართულებით, წამლის დაბალ დოზაზე გადაყვანა და ა.შ.
შესაბამისად, მოთმინებით უნდა დაველოდოთ ექიმებს, მათ სამუშაოს, დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე შემდეგ შეგვეძლება, რომ გავაკეთოთ დასკვნები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“არის გარკვეული ცვლილებები, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ” – მიხეილ სარჯველაძე
პარალელი