სიახლე

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

GuriaNews

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა. “როგორც მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად, კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 89 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დაადგინა, რაც საკონსტიტუციო […] The post საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა  კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა.
“როგორც მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად, კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის  89 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დაადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას საშუალებას იძლევა.
აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი ეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები.
მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში – 2026 წლის 1 იანვრიდან  31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არც ერთ ფრაქციას  მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.
მისი თქმით, შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს  პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.
როგორც აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას”,_ წერია პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

The post საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი