სოციალურ საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც სოციალურად საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით ორი საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა იმსჯელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შესატან ცვლილებებზე. ცვლილებების მიხედვით, სოციალური პროგრამები კიდევ უფრო იხვეწება, რათა დახმარება დროულად მივიდეს საჭირო ადამიანებამდე.
გარდა ამისა, გაფართოვდა „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა — დაემატა ჯგუფური პრევენციული კონსულტაციები, რომლებიც ორი ფსიქოლოგის მიერ ჩატარდება, ერთ ჯგუფში კი მაქსიმუმ 20 ბენეფიციარს მოიცავს.