“სახეზეა ეკოციდი, ტბა დაჭაობებული და დაბინძურებულია” – შალვა ნათელაშვილი ბაზალეთის ტბის შესახებ — Cnoba

პარალელი სიახლე 23 Feb 2026, 15:40

სააგენტო "პარალელი" “სახეზეა ეკოციდი, ტბა დაჭაობებული და დაბინძურებულია” – შალვა ნათელაშვილი ბაზალეთის ტბის შესახებ ბაზალეთის ტბიდან ვიდეოჩართვას ახდენს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი და ტბის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, აცხადებს რომ სახეზეა ტბის დაჭაობება, ხავსი მოედო და დაშრობის საშიშროებაა: “არ ვიცი, 90-იანი წლებიდან ჩასაფრებული ვარ. ჯერ იყო და თურქული უნივერსიტეტის აშენებას აპირებდნენ მთელი ტბის სივრცის დაკავებით, მეჩეთით, რაც მაშინ ჩავშალე. მერე, ბენდუქიძის ღორულ მადას ვებრძოდი, შემდეგ არაბობას. ასეთი […] “სახეზეა ეკოციდი, ტბა დაჭაობებული და დაბინძურებულია” – შალვა ნათელაშვილი ბაზალეთის ტბის შესახებ პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სახეზეა ეკოციდი, ტბა დაჭაობებული და დაბინძურებულია” – შალვა ნათელაშვილი ბაზალეთის ტბის შესახებ

ბაზალეთის ტბიდან ვიდეოჩართვას ახდენს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი და ტბის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, აცხადებს რომ სახეზეა ტბის დაჭაობება, ხავსი მოედო და დაშრობის საშიშროებაა:

არ ვიცი, 90-იანი წლებიდან ჩასაფრებული ვარ. ჯერ იყო და თურქული უნივერსიტეტის აშენებას აპირებდნენ მთელი ტბის სივრცის დაკავებით, მეჩეთით, რაც მაშინ ჩავშალე. მერე, ბენდუქიძის ღორულ მადას ვებრძოდი, შემდეგ არაბობას.

ასეთი წინააღმდგობა რომ არა, უფრო მალე განადგურდებოდა ეს წალკოტი. ახლა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, ხალხმა. ნუ ეძებთ ყველაფერში ლიდერსა და ყოჩს! ილიდერეთ, შექმენით სახალხო პატრული, საზოგადოებრივი საგუშაგო, გადარჩნის შტაბი, თქვენი მამულის დასაცავად. რა ვქნა მეტი.

სახეზეა ეკოციდი, ტბა დაჭაობებული და დაბინძურებულია. მშენებლობები და ჭაბურღილების გათხრა უკონტროლოდ მიმდინარეობს დღემდე, რაც უწყვეტს ტბას ახალი წყლით მომარაგებას და იწვევს მის სწრაფ დაჭაობებას“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს:

“სახეზეა ეკოციდი, ტბა დაჭაობებული და დაბინძურებულია” – შალვა ნათელაშვილი ბაზალეთის ტბის შესახებ
პარალელი


რელევანტური