“ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას” – შალვა პაპუაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 27 Feb 2026, 14:47

სააგენტო "პარალელი" “ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას” – შალვა პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი “საერთაშორისო განჭვირვალეობის” კონკრეტულ კვლევაზე მიუთითებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სახეზეა ფარისევლობა დასავლეთის მხრიდან: “როცა ჩვენ გველაპარაკებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის ყველაფერ იმის დასტური, თუ რა […] “ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას” – შალვა პაპუაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი “საერთაშორისო განჭვირვალეობის” კონკრეტულ კვლევაზე მიუთითებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სახეზეა ფარისევლობა დასავლეთის მხრიდან:

როცა ჩვენ გველაპარაკებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის ყველაფერ იმის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე.

სინამდვილეში, ეს ქმედებებიც არის გამოწვეული იმ გამწარებული მდგომარეობისგან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავი თავად ჩაიყენა.

უკვე თითქმის ერთი წელია, რაც აშშ-ის ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და უკრაინის ომი მთლიანად არის აკიდებული ევროპის მხრებზე, მათი ფინანსური ტვირთია.

ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას” – შალვა პაპუაშვილი
პარალელი


რელევანტური