ესტონეთის თეატრალური საზოგადოება – „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები“
„ჩვენ, ესტონეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები – მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები – ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს და მის თანმხლებ პირებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ესტონეთის თეატრალური საზოგადოება ავრცელებს. „ჩვენი ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძეს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი სასამართლო პროცესი არ აკმაყოფილებდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ის 2024 წლის დეკემბერში დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის და სხვა მომიტინგეებთან ერთად დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“, – აღნიშნულია მიმართვის… The post ესტონეთის თეატრალური საზოგადოება – „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →