სიახლე
ოდესას დაარტყეს – ერთი ადამიანი დაიღუპა
მედიაცენტრი
რუსეთის ჯარებმა ოდესაში დრონით დაარტყეს მრავალსართულიან შენობას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეჰ კიპერმა განაცხადა. მისი თქმით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მეხუთედან მეშვიდე სართულამდე მდებარე ბინები. უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებად აფასებენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და აცხადებს, რომ თავდასხმები სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგაა მიმართული. The post ოდესას დაარტყეს – ერთი ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.