სიახლე

მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა

მედიაცენტრი

მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამფუძნებელი შეთანხმებების დენონსაციის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. მაია სანდუს მიერ ხელმოწერილი განკარგულებები ძალაში 8 აპრილს შევიდა, რაც დსთ-დან გასვლის საბოლოო ეტაპს აღნიშნავს. დსთ-ს წესდების თანახმად, წევრ სახელმწიფოს თანამეგობრობის დატოვების უფლება აქვს და ამისთვის მან ორგანიზაციას წერილობითი ფორმით 12 თვით ადრე უნდა აცნობოს. შეგახსენებთ, მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი გასულ კვირას დაუჭირა. The post მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი