უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თათრეთში ნავთობის სატუმბ სადგურზე იერიში მიიტანა — Cnoba
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თათრეთში ნავთობის სატუმბ სადგურზე მიიტანა იერიში. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის შემადგენლობაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკის მახლობლად, ნავთობის სატუმბ სადგურ „კალეიკინოს“ შეუტიეს. სადგური მდებარეობს რუსეთისა და უკრაინის საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე. ის იღებს დასავლეთ ციმბირში მოპოვებულ ნავთობს და მას ნავთობსადენ „დრუჟბას“ აწვდის. სადგური ეკუთვნის რუსულ კომპანია „ტრანსნეფტს“. წყაროს ცნობით, დარტყმის შედეგად ექვსი აფეთქება მოხდა და ნავთობით სავსე რამდენიმე რეზერვუარი დაიწვა. ღამით ადგილობრივი ტელეგრამარხები სადგურის რაიონში აფეთქებების შესახებ წერდნენ. The post უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თათრეთში ნავთობის სატუმბ სადგურზე იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.