სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებს შეხვდა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 23 Feb 2026, 11:01

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან. შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა სტუდენტებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის...

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა სტუდენტებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საფუძველს.

შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში წარიმართა – სტუდენტებმა და პედაგოგებმა დასვეს შეკითხვები, რომლებზეც მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.


რელევანტური