აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესცენტრში გამოცემა “ბათუმელებს” დაუდასტურეს.
ცნობისთვის, გრიგოლ ბესელია 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის,” – განუცხადეს “ბათუმელებს” უწყებაში.
გამოცემის ცნობით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში “ბათუმელების” შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა. ის ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.
The post გრიგოლ ბესელია შსს–დან გათავისუფლებულია appeared first on .