“მთის ამბების” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო — Cnoba
“მთის ამბების” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული მუხლი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქმე ეხება ხადის ხეობაში 1-ელ აპრილს მომხდარ ფაქტს, როცა მთის ამბები ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესს იღებდნენ, სადაც სასაფლაო ჩამოიშალა. “21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. “მთის ამბების” ჟურნალისტები… The post “მთის ამბების” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.