გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი — Cnoba

GuriaNews სიახლე 03 Apr 2026, 08:46

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა. თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე. ლიტერატურულ ნაწარმოებებში ბებიებისა და მათთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებების შესახებ წიგნებზე გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს. “ალბათ, ბებიების ხსენებაზე, ყველას პირველ რიგში ახსენდება ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ეს წიგნი […] The post გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა. თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე. 

ლიტერატურულ ნაწარმოებებში ბებიებისა და მათთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებების შესახებ წიგნებზე გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს. 

“ალბათ, ბებიების ხსენებაზე, ყველას პირველ რიგში ახსენდება ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ეს წიგნი არის ნამდვილი საჩუქარი მათთვის, ვისაც ბებია ბავშვობიდანვე ახსოვს. ბებიის პერსონაჟი ყოველი ადამიანისთვის ახლობელია, არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს ის ან სად იზრდებოდა.

მეორე ქართველი მწერალი, რომელსაც გავიხსენებდი რეზო ინანიშვილია. მან არაერთი ტექსტი მიუძღვნა საკუთარ ბავშვობის მოგონებებს. მათ შორისაა ერთი მოთხრობა, რომელშიც ბებიას უწოდებს მზეს. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ის სითბო და სინათლე, რომელიც ბებიებისგან გვახსოვს და ახსოვს თავად ავტორს – რეზო ინანიშვილს, მარადიულია – ის სულ გვათბობს.

აქვე, შეუძლებელია არ ვახსენოთ გოდერძი ჩოხელი – შესანიშნავი ქართველი მწერალი და არა მხოლოდ… რომელმაც ძალიან ბევრი მოთხრობა გვაჩუქა. თუმცა, არის მის შემოქმედებაში ერთი მოთხრობა, რომელიც განსაკუთრებული გაფრთხილებაა, განსაკუთრებული მინიშნება და შეხსენებაა, რომ მუდამ გვახსოვდეს, მუდამ ვფიქრობდეთ და არასდროს ვივიწყებდეთ ჩვენს საყვარელ, ტკბილ და გემრიელ ბებიებს”.

მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.

(R)

The post გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი appeared first on გურია ნიუსი.